ფეხბურთელისგან დასტურია - კიეზას აგენტმა ბარსელონას მწვანე შუქი აუნთო
იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "იუვენტუსის" 26 წლის შემტევმა - ფედერიკო კიეზამ, "ბარსელონას" შეთავაზება განიხილა და თანახმაა, რომ კატალონიური კლუბის ღირსება დაიცვას. ამის შესახებ ინფორმაციას კიეზას აგენტი - სალი რამადანი ავრცელებს.
🔵🔴🇮🇹 Federico Chiesa's agent has informed Barça of player's willingness to join the club. Chiesa, open to the move and keen on Barcelona project.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 26, 2024
Deal depends on Barça decision as they're considering several options while Juventus are still waiting for an official bid. pic.twitter.com/jXJmVflVlG
სალი რამადანის ინფორმაციით, ფედერიკო კიეზა დაინტერესებულია "ბარსელონას" პროექტით და სურს, რომ საკუთარი ბედი ესპანეთში გამოსცადოს.
ტრანსფერი დამოკიდებულია კატალონიური კლუბის გადაწყვეტილებაზე, რადგან ისინი განიხილავენ რამდენიმე ვარიანტს, სანამ "იუვენტუსი" ჯერ კიდევ ელოდება ოფიციალურ გადაწყვეტილებას.
ფედერიკო კიეზა "იუვენტუსის" ღირსებას 2020/2021 სეზონიდან იცავს. მან ჯამში 131 მატჩი ჩაატარა, სადაც 32 გოლის გატანა და 23 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.