Belive

Telegraph-ის ინფორმაციით, საუთგეიტის შემცვლელთა სიაში ედი ჰაუ პირველია

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

The Telegraph-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია გარეთ საუთგეიტის გაშვებას გადაწყვეტს, მთავარ შემცვლელად ედი ჰაუ განიხილება.

გრემ პოტერი, თომას ტუხელი, მაურისიო პოჩეტინო და ინგლისის U21 ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლი კარსლი სათადარიგოთა ვარიანტებად განიხილებიან. სხვადასხვა სპორტული გამოცემები "სამი ლომის" მომავალ ხელმძღვანელად ფრანკ ლამპარდსა და სტივენ ჯერარდს განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე FA-მ საუთგეიტის გაშვება გამორიცხა. როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინებოდა, ევროპის ჩემპიონატის ფინალის შედეგის მიუხედავად, საუთგეიტი კვლავ "სამი ლომის" მწვრთნელად დარჩებოდა. ამავე წყაროზე დაყრდნობით, ნდობის დასამტკიცებლად საუთგეიტთან შიდა მოლაპარაკება უკვე გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისი ესპანეთთან დამარცხდა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ საუთგეიტისთვის ეს ზედიზედ მეორე წაგებული ევროპის ჩემპიონატის ფინალია.

სხვა სტატიები