20 ძვირადღირებული ეროვნება, ვისზეც ყველაზე მეტი ფული დაიხარჯა
2026 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და ბევრი როგორც ძალიან საინტერესო ამავდროულად ძვირადღირებული ტრანსფერიც განხორციელდა.
Transfermarkt-მა ყველა მათგანი შეაჯამა და გამოავლინა ის 20 ეროვნება, რომლებზეც ყველაზე მეტი თანხა დაიხარჯა.
არავისთვის იქნება გასაკვირი თუ სიაში პირველ ადგილს დაიკავებს ინგლისი, ინგლისელ ფეხბურთელებზე ზაფხულის განმავლობაში 1.08 მილიარდი ევრო დაიხარჯა, რომელთაგან ყველაზე ძვირადღირებული მორგან როჯერსია, მასში ჩელსიმ 138 მილიონ ევრო გადაიხადა, ხოლო ელიოტ ანდერსონი 135 მილიონი ევრო ღირდა. მეორე ადგილზე ესპანეთია 785 მილიონი ევროთი, ამ მხრივ როდრი ყველაზე ძვირადღირებული იყო, ბარსელონას ის 60 მილიონი ევრო დაუჯდა. საფრანგეთი კი მე-3 ადგილს იკავებს და ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად აქ ბარკოლა სახელდება, მასში ლივერპულმა 125 მილიონი ევრო გადაიხადა.
სრულად TOP 20 კი ასე გამოიყურება:
ინგლისი - 1.08 მილიარდი
ესპანეთი - 785 მილიონი
საფრანგეთი - 784 მილიონი
ბრაზილია - 608 მილიონი
არგენტინა - 552 მილიონი
პორტუგალია - 505 მილიონი
ნიდერლანდები - 491 მილიონი
იტალია - 450 მილიონი
ბელგია - 438 მილიონი
კოტ დ'ივუარი - 381 მილიონი
გერმანია - 350 მილიონი
სენეგალი - 348 მილიონი
მაროკო - 237 მილიონი
დანია - 229 მილიონი
შვეიცარია - 185 მილიონი
საბერძნეთი - 172 მილიონი
ურუგვაი - 142 მილიონი
ბოსნია ჰერცოგოვინა - 137 მილიონი
ნიგერია - 128 მილიონი
კოლუმბია - 121 მილიონი
The most expensive passports this summer 🤑🏴 pic.twitter.com/xai71U6ypN
— Transfermarkt English (@TMuk_news) September 4, 2026