Belive

ტედი რინერი: "ბექაური, გრიგალაშვილი და შავდათუაშვილი უძლიერესი ფალავნები არიან..."

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ძიუდოს ჩემპიონთა ლიგის პრესკონფერენციაზე, ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ძიუდოისტმა - ტედი რინერმა, ქართველი ფალავნების პარიზულ კლუბში დამატების შესახებ ისაუბრა და მათ მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"მე ერთხელ უკვე მოვიგე ჩემპიონთა ლიგა "ლევალუასთამ" ერთად. ძალიან განსაკუთრებული იქნება, თუ იგივეს გავაკეთებთ "პსჟ"-სთან ერთად. დიახ, მე არ მიასპარეზია საერთაშორისო კონკურსზე მაისის შუა რიცხვებიდან (210 დღეა). მაგრამ თავს კარგ ფორმაში ვგრძნობ და ჩემი ოლიმპიური მზადება გეგმის მიხედვით მიდის. მზად ვარ კიდევ ერთი ოქროს მედლისთვის. ჩემპიონთა ლიგა ჩემთვის მისასალმებელი გამოცდაა.

ძნელი სათქმელია რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან მეტოქეების შესახებ ბევრი რამ არ ვიცი. ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, მასპინძელი ბელგრადის "წითელი ვარსკვლავი" იქნება.

რაც ვიცი და რაშიც თავიდან ბოლომდე დარწმუნებული ვარ, არის ის, რომ წელს ტოპ შემადგენლობა გვყავს. დავიმატეთ 3 ქართველი ფალავანი, რომლებიც საკუთარ წონებში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები (თუ საუკეთესოები არა) არიან. ლაშა ბექაური ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონია, ტატო გრიგალაშვილი ყველას გვაჩვენებს, რომ 81 კგ წონით კატეგორიაში შეუდარებელია, რადგან იგი 24 წლის ასაკში უკვე 2-გზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია და 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება. ლაშა შავდათუაშვილზე კი აღარაფერს ვამბობ, რადგან იგი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ძიუდოისტია.

ქართველების სახით უდიდესი ძალა დაგვემატა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ტიტულის ფავორიტებს შორის ვართ… დიახ, ჩვენ შეგვიძლია ჩემპიონობა!...” - ტედი რინერი

შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი ძიუდოს ჩემპიონთა ლიგას უმასპინძლებს.

ასევე შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ჩემპიონთა ლიგას 2022 წელს გორმა უმასპინძლა, სადაც გამარჯვებული ქართული კლუბი "თბილისის მერძოლი" გახდა.

სხვა სტატიები