"რთული იქნება, მაგრამ ლა ლიგის მოგებისთვის ვიბრძოლებთ" - ჟოან ლაპორტა
კატალონიური გრანდის პრეზიდენტი - ჟოან ლაპორტა მიიჩნევს, რომ სირთულის მიუხედავად, "ბარსელონას" ლა ლიგის მოგება შეუძლია. ლა პორტას მტკიცებით, "ბლაუგრანა" ლა ლიგის 2023/24 წლების სეზონის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
"ბლაუგრანას" პრეზიდენტის სიტყვებს, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ციტირებს, თავდაპირველ წყაროდ კი Mundo Deportivo-ს უთითებს.
რთული იქნება, მაგრამ, მჯერა რომ ლა ლიგის მოგების მთავარ კანდიდატებს შორის ვართ. ხავის ყოველთვის ვეთანხმები და დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის მეორე ნაწილში, "ბარსელონა" ბრწყინვალე ფეხბურთს ითამაშებს. შესაბამისად, ლა ლიგის მოგებისთვის ვიბრძოლებთ. - ჟოან ლაპორტა.
🔵🔴 Barça president Laporta: "It will be difficult but I believe that we will be candidates to win La Liga".
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) January 24, 2024
"I always agree with Xavi, I'm sure Barça will do great things in the second part of the season and we will be there to win the league", told MD. pic.twitter.com/xvyCHKSVys
შეგახსენებთ, ლა ლიგის წლევანდელ სეზონს, ყველასთვის მოულოდნელად "ჟირონა" ლიდერობს, რომელსაც 21 მატჩში 52 ქულა აქვს. მეორე ადგილზე მადრიდის "რეალი" იმყოფება (20 მატჩი, 51 ქულა). "ბარსელონამ" განვლილ 20 ტურში 44 ქულის დაგროვება შეძლო და მე-3 ადგილს იკავებს.