Belive

ჭიაბრიშვილი: ,,შედეგით კმაყოფილი ვიქნები თუ მომავალი მატჩის შემდეგ მომდევნო ეტაპზე ჩვენ გავალთ''

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,დინამო თბილისის'' მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა, ,,ასტანასთან'' გამართულ მატჩზე ისაუბრა:

,,პირველ ყოვლისა, როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში ძალიან რთული გამოვიდა. საერთო ჯამში მეტოქემ უკეთ ითამაშა. კარგია, რომ პირველი მატჩი, რომელშიც სიცხისა და მოედნის გამო უფრო გაგვიჭირდა, სტუმრად ჩავატარეთ.

შედეგით კმაყოფილი ვიქნები თუ მომავალი შეხვედრის შემდეგ მომდევნო ეტაპზე ჩვენ გავალთ,'' - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ,,ასტანასა'' და ,,დინამოს'' შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. საპასუხო მატჩი ოთხშაბათს, 19 ივლისს, თბილისში გაიმართება.

სხვა სტატიები