ჭიაბრიშვილი მოედნიდან გააძევეს - დინამო თბილისი კვლავ დამარცხდა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ისტორიულმა ქართულმა კლუბმა, ქართული ფეხბურთის ისტორიაში კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი ჩაწერა. "დინამო თბილისი" მალტურ "ჰამრუნთან" კიდევ ერთხელ დამარცხდა - ამჯერად თბილისში, "დინამო არენაზე".
მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში 10 ფეხბურთელით დარჩენილ "ჰამრუნთან", ისტორიული ქართული კლუბი 0:1 დამარცხდა (ორი მატჩის ჯამში 1:3) და UEFA-ს კონფერენს ლიგას მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა. აღსანიშნავია, რომ "ჰამრუნის" ფეხბურთელთან ერთად, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, შესვენებაზე მოედნიდან გიორგი ჭიაბრიშვილიც გააძევა.