"თავს ისე ვგრძნობდი რომ თითქოს საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით, საქართველოში" - ხვიჩა კვარაცხელია
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, სადაც ჩვენმა ნაკრებმა ფრედ 1:1 ითამაშა, პირველი გოლი გიორგი მიქაუტაძემ პენალტის ნიშნულიდან 45+4 წუთზე გაიტანა, ანგარიშის გათანაბრება ჩეხებმა 59-ე წუთზე შეძლეს, კერძოდ ეს პატრიკ შიკმა მოახერხა.
მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა:
თავს ისე ვგრძნობდი რომ თითქოს საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით, საქართველოში. რაც შეეხება თამაშს, ძალიან ახლოს ვიყავით მოგებასთან და ბევრი მომენტი გვქონდა. მამარდაშვილმა ძალიან მაგარი თამაში აჩვენა, ბევრჯერ გადაგვარჩინა და ამიტომაც არის ის საუკეთესო მეკარე. რაც შეეხება სხვებს, ჩვენც გვქონდა ბევრი მომენტი, ბოლო წუთებშიც გაგვიჩნდა მოგების შანსი და ამ თამაშებით ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჩვენთვის ყველაფერი შესაძლებელია. სანამ არის შანსი, თუნდაც 1% რომ მოვიგოთ ამისთვის ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. ძალიან განვიცდით ამ ყველაფერს, რადგან ახლოს ვიყავით მოგებასთან, მაგრამ ფეხბურთია და ყველა ფეხბურთელს შეიძლება დაემართოს ის, რაც საბას დაემართა, ამიტომ ყველა ვამხნევებთ მას. ასეთ გადამწყვეტ მომენტებში მესის და რონალდოსაც კი აუცილებია, ამიტომ უნდა განაგრძო შრომა. ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ რასაც მავალებენ, იმისადამიუხედავად, რომ ჩემ პოზიციაზე არ მიწევს თამაში, მაგრამ ბედნიერი ვარ. უფრო მეტი შემიძლია, რა თქმა უნდა, საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს არ ვარ, მაგრამ რასაც მავალებენ ვცდილობ, რომ ყველაფერი გავაკეთო. მამარდაშვილი საუკეთესო მეკარეა მსოფლიოში. - ხვიჩა კვარაცხელია - საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი
ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ჩვენს ნაკრებს 26 ივნისს 23:00 საათზე პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ აქვს ჩასატარებელი.