ხვიჩა კვარაცხელია ჩელსისთან მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენმა ჩელსი სტუმრად 0:3 დაამარცხა და პარიზული გუნდი მომდევნო ეტაპზე გავიდა. პირველი გოლი მე-6 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, მე-14 წუთზე ბრედლი ბარკოლამ სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში 62-ე წუთზე სენი მაიულუმ დააფიქსირა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მე-73 წუთზე შეცვალეს. კვარამ როგორც უკვე აღვნიშნეთ გოლის გატანა ამჯერადაც შეძლო და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც (MVP) გახდა. ქართველმა ფეხბურთელმა 14 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 6-ში გაიმარჯვა, ბურთს 44-ჯერ შეეხო, 2-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 1 წარმატებული გამოდგა, 27 გადაცემიდან 22 ზუსტად შეასრულა (81%), ხვიჩამ თითო-თითოჯერ კარში და კარისკენ დაარტყა.
ქართველი ფეხბურთელის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:
Sofascore - 7.3
Flashscore - 7.4
Whoscored - 7.8
MVP 🏆👏#UCL pic.twitter.com/t8tqPPHYFr
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) March 17, 2026
პარი სენ-ჟერმენმა ორი მატჩის ჯამში ჩელსი 8:2 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა, სადაც გალათასარაი/ლივერპულის წყვილიდან გამარჯვებულს შეხვდება. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 21 მარტს, საფრანგეთის ლიგა 1-ის ეგიდით, ნიცას წინააღმდეგ გამართავს.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ეგიდით 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა რა დროშიც 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.
უფრო კონკრეტულად, რომ ჩამოვწეროთ:
კვარა საფრანგეთის ლიგა 1-ში - 21 მატჩი - 4 გოლი, 3 საგოლე გადაცემა
კვარა ჩემპიონთა ლიგაზე - 11 მატჩი - 7 გოლი, 4 საგოლე გადაცემა