ბარსელონას შესაძლოა სანქციები დაეკისროს | ლა ლიგამ კლასიკოში ინციდენტები დააფიქსირა
ბარსელონასთვის წარუმატებელი კვირა კიდევ უფრო დამძიმდა. ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან მარცხისა და რეალთან "ელ კლასიკოში" წაგების შემდეგ, კატალონიურ კლუბს შესაძლოა სანქციებიც დაეკისროს. ლა ლიგის ოფიციალური ანგარიშის თანახმად, ბარსელონასა და რეალის მატჩის დროს, 17 ინციდენტი დაფიქსირდა. აქედან ათი, ბარსელონას, შვიდი კი, რეალის გულშემატკივრებს უკავშირდებოდა. კატალონიელთა გულშემატკივრები შეურაცხმყოფელ შეძახილებს სკანდირებდნენ. კილიან მბაპეს გოლის შემდეგ კი, მოედნის მიმართულებით, ქილები და სანთებელები ისროლეს.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ერთ-ერთმა მაყურებელმა ედუარდო კამავინგას დროშა ჩაარტყა. კატალონიური კლუბის უსაფრთხოების სამსახურმა ინციდენტში მონაწილე პირი უკვე დაადგინა. ანგარიში ესპანეთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტსა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კომისიას გადაეგზავნა. ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა ტიპის სანქციები დაეკისრება კლუბს.
🚨✍️ JUST IN: Barcelona face potential sanctions as La Liga reports multiple incidents from Real Madrid Clasico ⤵️https://t.co/LhDhFKuaVF
— Barça Universal (@BarcaUniversal) October 28, 2026