Belive

თამაშიდან პირდაპირ საავადმყოფოში - ბუდიმირს 3 ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა

8 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლა ლიგის 31-ე ტურში ,,ვალენსიამ'' ,,ოსასუნა'' სტუმრად 1:0 დაამარცხა.

მატჩის მთავარი გმირი ქართველი მეკარე - გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელმაც მატჩის კომპენსირებულ დროში, ხორვატი ფორვარდის და ლა ლიგის ერთ-ერთი ბომბარდირის - ანტე ბუდიმირის საშინლად შესრულებული თერთმეტმეტრიანი მოიგერია და ამ სეზონში უკვე მეთორმეტედ შეძლო კარის მშრალად შენახვა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიას" კარიერაში პირველად უკაპიტნა.

ჯოჯოხეთური ღამე ჰქონდა ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და "ოსასუნას" ფორვარდ - ანტე ბუდიმირს, რომლის შესრულებული თერთმეტმეტრიანიც ლა ლიგის ექსპერტებმა "ისტორიაში ყველაზე ცუდ შესრულებულ თერთმეტეულებში" შეიყვანეს. თუმცა მხოლოდ ეს არ იყო მიზეზი იმისა, რომ ხორვატ ფორვარდს ჯოჯოხეთური საღამო ჰქონდა.

მატჩის შემდეგ, ანტე ბუდიმირი პირდაპირ საავადმყოფოში წაიყვანეს, რადგან მას მუცლის არეში ძლიერი ტკივილები აწუხებდა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ 32 წლის ფორვარდს 3 ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა და მთელი საღამო საავადმყოფოში, ექიმების დაკვირვების ქვეშ გაატარა.

მიუხედავად ტრავმებისა, 32 წლის ხორვარ ფორვარდს საუცხოო სეზონი აქვს. იგი ლა ლიგის ერთ-ერთი ბომბარდირია. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 16 გატანილი გოლი და 2 შესრულებული საგოლე გადაცემაა და პირველ ადგილზე მყოფ "ჟირონას" ფორვარდ - არტიომ დოვბიკს მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დროს გამოტოვებს ანტე ბუდიმირი, თუმცა სავარაუდოდ მას ევროპის ჩემპიონატის გამოტოვებაც მოუწევს.

სხვა სტატიები