პეპ გვარდიოლა: "ეს ჩვენს ცხოვრებაში პირველად ხდება - ასეთი რამ ფეხბურთს გაანადგურებს"
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ სიტიმ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა და კლუბი ინგლისში დაბრუნდა. ინგლისში დაბრუნების შემდეგ, სიტის მთავარმა მწვრთნელმა - პეპ გვარდიოლამ ახალი სეზონის შესახებ განაცხადა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიც შეაფასა.
აშკარა იყო, რომ გვარდიოლა ბრაზით საუბრობდა და მან არაერთხელ გააკრიტიკა UEFA და FIFA.
"სულ ახლახანს დავბრუნდით მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიდან, თუმცა წარმოუდგენლად დაღლილები ვართ.
ასე არ შეიძლება, ფეხბურთელებისა და სტაფის წლის განმავლობაში მხოლოდ 10-11 დღე დასვენება ნორმალურია?! შესაძლოა ნოემბერში, დეკემბერში ან იანვარში კატასტროფა მოხდეს, ჩვენ გადაღლილები ვართ და მსოფლიო ჩემპიონატმა გაგვანადგურა.
ეს ჩვენს ცხოვრებაში პირველი შემთხვევაა, როცა ასე ხდება. ვნახოთ, როდის შევძლებთ დაბრუნებას..." - პეპ გვარდიოლა
მსოფლიოს საკლუბო ფეხბურთი კი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა - 1/2-ფინალური შეხვედრები 8-9 ივლისს გაიმართება, ფინალური დაპირისპირება კი 13 ივლისს შედგება.
მანჩესტერ სიტი და პეპ გვარდიოლა კი პრემიერ ლიგის ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობენ. პრემიერ ლიგის ახალი სეზონი სტარტს 16 აგვისტოს აიღებს.