Belive

თამაშგარის წესის შეცვლა 2025 წლისთვის იგეგმება

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ (IFAB), ალტერნატიული თამაშგარის წესის გამოსაცდელი მესამე ეტაპი დაამტკიცა. ეს უკვე მესამე წელი იქნება, რაც FIFA თამაშგარის ახალი ვარიაციების ტესტირებით და ანალიზით არის დაკავებული.

ინოვატორული იდეის შემომტანი "არსენალის" ლეგენდარული ყოფილი მწვრთნელი და ამ ეტაპზე, FIFA-ს ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელის პოსტზე მყოფი არსენ ვენგერია. ახალი წესის მიხედვით, თამაშგარედ ჩაითვლება მხოლოდ ის შემთვევა, როცა შემტევი მთელი სხეულით წინ იქნება მცველზე და არა ისე, როგორც ახლა - სხეულის რომელიმე ნაწილით. ყოველი ახალი სეზონი ახალი საწყისების მაუწყებელია, რომელსაც თან ახლავს მრავალი ცდა, შემდეგ კი ეს ცდები, დროთა განმავლობაში, დადგენილ ნორმებად ყალიბდება. არსენ ვენგერი არის უახლესი ინოვაციის წინა პლანზე, მისი აზრით, ამით ფეხბურთი გაცილებით შემტევი გახდება და თამაშგარეების რაოდენობა განახევრდება.

საბოლოო ზომები განხორციელდება და შეიძლება დადგინდეს, რომ თამაშგარეში ყოფნა, სულ რაღაც ხუთი-ექვსი სანტიმეტრით, არ ითვლება დანაშაულად. ამჟამად ყველაფერი ცდების შემდგომ ანლიზებსა და დასკვნებზეა დამოკიდებული - აცხადებენ IFAB-ში

ცვლილებების პაკეტი ეტაპობრივად, 2021 წლიდან დაიწყო. VAR-ის ნახევრად ავტომატური ოფსაიდის სისტემაც სწორედ ამ დიდ საერთო პროექტს უკავშირდება. წლევანდელი ექსპერიმენტი ახალი სავარაუდო წესის გამოცდის მესამე ეტაპია და შესაძლოა, 2025 წლის თებერვლიდან, რა დროსაც დასკვნა ცნობილი გახდება, ფეხბურთი მნიშვნელოვნად შეიცვალოს.