Belive

პეპ გვარდიოლას მორიგი გენიალური მიღწევა

18 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პეპ გვარდიოლამ მორიგი გენიალური მიღწევა დააფიქსირა. ესპანელი სპეციალისტის გაწვრთნილმა მანჩესტერ სიტიმ, გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში გალათასარაი 2:0 დაამარცხა, ამით ყველა ტურნირის ეგიდით, გვარდიოლამ ინგლისის უმაღლესი ლიგის მწვრთნელებიდან ყველაზე სწრაფად დააგროვა 400 გამარჯვება, მას ამისთვის მხოლოდ 569 შეხვედრა დასჭირდა.

სრულად TOP 5 ასე გამოიყურება, რომლებმაც ყველაზე სწრაფად მოახერხეს 400 მატჩის მოგება:

  1. პეპ გვარდიოლა - 569 მატჩი

  2. არსენ ვენგერი - 696 მატჩი

  3. სერ ალექს ფერგიუსონი - 732 მატჩი

  4. ჯორჯ რემსი - 777 მატჩი

  5. სერ მეტ ბასბი - 802 მატჩი

ესპანელისთვის გალათასარაისთან გამარჯვება სიტის რიგებში, ჩემპიონთა ლიგაზე 64-ე იყო, ის ამით მხოლოდ ფერგიუსონს (102) და ვენგერს (83) ჩამორჩება. საერთო ჯამში კი ესპანელს ყველა გუნდთან ერთად 117 გამარჯვება მოუპოვებია, მას მხოლოდ კარლო ანჩელოტი (124) უსწრებს.

სხვა სტატიები