არსენ ვენგერი: "კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მსაჯს - კუბარსიმ ბრწყინვალე ვარდნა გააკეთა"
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,ინტერმა'' ,,ბარსელონა'' დამატებით დროში დაამარცა და ფინალში გავიდა.
"ბარსელონას" კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი სოციალურ ქსელში განხილვის თემა გახდა, სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა "არსენალის" ლეგენდარული მწვრთნელი - არსენ ვენგერი.
"კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ისეთი პენალტების დანიშვნას, როგორიც კუბარსის შემთხვევაში იყო. თუ ნებისმიერ ეპიზოდს გადაახვევ და ნელა დაათვალიერებ, ყველაფერი შეიძლება პენალტად მოგეჩვენოს. რეალურად ეს შესანიშნავი ვარდნა იყო. მან ორთაბრძოლა მოიგო!" - არსენ ვენგერი
ასე და ამგვარად, დიდებულ მატჩში გამარჯვებული "ინტერი" დარჩა და ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტი გაირკვა.
გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც 31 მაისს, მიუნხენშია ჩანიშნული, ,,ნერაძურის'' მეტოქე ,,პარი სენ ჟერმენი'' ან ,,არსენალი'' იქნება.