Belive

სუპერთასს ახალი მასპინძელი ჰყავს - უეფამ რუსეთს მატჩის ჩატარების უფლება ჩამოართვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფამ 2023 წლის სუპერთასის ჩატარების ადგილი რუსეთიდან (კაზანი) გადაიტანა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, მატჩი საბერძნეთში, ,,ოლიმპიაკოსის'' სტადიონზე ჩატარდება.

მანამდე რუსეთს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ჩატარების უფლებაც ჩამოერთვა - მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალისთვის გასულ წელს სანქტ-პეტერბურგს უნდა ემასპინძლა.

ფიფამ და უეფამ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსულ გუნდებს საერთაშორისო ტურნირებზე თამაში რამდენიმე თვის წინ აუკრძალა. Sky News-ის ცნობით, მანამ, სანამ უკრაინში ომი გაგრძელდება, სასჯელი ძალაში დარჩება.

სხვა სტატიები