უეფამ რუმინეთის ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა, წაგება კი კოსოვოს ჩაუთვალა
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უეფას სააპელაციო კომიტეტმა რუმინეთსა და კოსოვოს შორის ერთა ლიგის ჩაშლილ მატჩზე გადაწყვეტილება მიიღო.
რუმინეთის ფეხბურთის ფედერაცია ჯამში 128 ათასი ევროთი დაჯარიმდა, გარდა ამისა, ნაკრებს 1 საშინაო შეხვედრის ჩატარება ცარიელ სტადიონზე მოუწევს.
რაც შეეხება კოსოვოს, გუნდს ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვალა, ფედერაცია კი 6 ათასი ევროთი დააჯარიმეს.
რუმინეთისა და კოსოვოს მატჩის ბოლო წუთებში ფეხბურთელებს შორის შელაპარაკებას რუმინელი ფანების მხრიდან პროსერბული შეძახილები მოჰყვა. კოსოვოელებმა პროტესტის ნიშნად მოედანი დატოვეს, 1 საათის შემდეგ კი მსაჯმა შეხვედრის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა, რასაც რუმინეთი არ აღიარებს.