Belive

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ევროპაში ყველა მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას გადაწყვეტილებით, შაბათ-კვირას ევროპული ფეხბურთის ყველა მატჩი თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, წუთიერი დუმილით დაიწყება. ინფორმაციას ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გარდა ამისა, უეფამ და უეფას ბავშვთა ფონდმა თურქეთის ფეხბურთის ფედერაციასა და ორ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც თურქეთსა და სირიაში დაზარალებულებს ეხმარებიან, 200 ათასი ევრო გადაურიცხა.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრის კვირის განმავლობაში, რომელსაც წელს სტამბოლი მასპინძლობს, ორგანიზაცია დამატებითი თანხის შეგროვებას გეგმავს.

ოფიციალური მონაცემებით 6 თებერვლის მიწისძვრამ თურქეთში 20 ათასზე, სირიაში კი 3 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

სხვა სტატიები