სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მუნდიალისთვის ინგლისის შემადგენლობა ივარაუდა
სუპერკომპიუტერის თანახმად, ჩრდილოეთ ამერიკაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებს სრულიად განსხვავებული სახე ექნება.
ეს თერთმეტეული სხვადასხვა სტატისტიკაზე დაყრდნობით არის შედგენილი. მეკარეები და მცველები 90 წუთში გაშვებული გოლების რაოდენობის ხოლო, ნახევარმცველები გოლებისა და ასისტების მიხედვით არის შერჩეული. ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ თავდამსხმელები ამ სიაში მეტოქის კარში გატანილი გოლების მიხედვით არიან შეყვანილნი.
ასე გამოიყურება, სუპერკომპიუტერის მიხედვით, ინგლისის ნაკრების შემადგენლობა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის:
მეკარეები
აარონ რამსდეილი, დინ ჰენდერსონი და ჯეიმს ტრაფორდი
მცველები
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ბენ უაითი, ლუკ შო, ბენ ჩილველი, რის ჯეიმსი, ტრევორ ჩალობა, მარკ გუეი და ფიკაიო ტომორი
ნახევარმცველები
კალვინ ფილიპსი, დეკლან რაისი, კონორ გალაჰერი, ჯუდ ბელინგემი, მეისონ მაუნტი, ჰარვი ელიოტი, ემილ სმით როუ და მორგან გიბს-უაითი
თავდამსხმელები
მარკუს რაშფორდი, ფილ ფოდენი, ჯეკ გრილიში, ბუკაიო საკა, ჯეიმს მედისონი, ტამი აბრაჰამი, ფოლარინ ბალოგუნი
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები კატარის მუნდიალს 1/4-ფინალიდან გამოეთიშა. "სამი ლომი" დაძაბულ ბრძოლაში საფრანგეთის წინააღმდეგ დამარცხდა.