Belive

"სჯობს ევროპის ჩემპიონატამდე გამოჯანმრთელდეს" - დე ბრუინე ნაკრებში არ გამოიძახეს

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სანაკრებო პაუზისთვის, ბელგიის ეროვნული ნაკრების იტალიელმა თავკაცმა - დომენიკო ტედესკომ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, სადაც ყველასთვის გასაკვირად სიაში, მანჩესტერ "სიტის" ვარსკვლავი - კევინ დე ბრუინე ვერ მოხვდა.

ამის შესახებ ტედესკომ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სჯობს დე ბრუინემ ევროპის ჩემპიონატამდე კარგი ფორმა "სიტიში" აკრიფოს და ტრავმა ბოლომდე მოიშუშოს.

"ჩვენ არ შეგვიძლია რისკზე წასვლა ახლა და რა თქმა უნდა სწორედ ამის გამო ნაკრებში არ გამოვიძახე კევინ დე ბრუინე. უმჯობესია, მას დრო მივცეთ, რომ "სიტიში" კარგად გამოჯანმრთელდეს და მზად იყოს ევროპის ჩემპიონატისთვის.

გუშინ ერთობლივი საუბარი გვქონდა მე, დე ბრუინეს და ნაკრების ექიმებს და საბოლოოდ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჯობს დე ბრუინემ კარგად დაისვენოს და ჩვენს თავს მინიმალური რისკების საშუალება მივცეთ. ახლა არ არის დე ბრუინეს დაკარგვის დრო, რადგან ის ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის ლიდერი იქნება..." - დომენიკო ტედესკო

23 და 26 მარტს, ბელგიის საფეხბურთო ნაკრები 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს, სადაც თავდაპირველად ირლანდიის ნაკრებს, ხოლო შემდეგ ინგლისს დაუპირისპირდება.

ბელგიის ნაკრების შემადგენლობა ირლანდიასთან და ინგლისთან გასამართი მატჩებისთვის

სხვა სტატიები