სუპერკომპიუტერის პროგნოზი - ვინ მოიგებს პრემიერლიგას?
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
Opta-ს სუპერკომპიუტერმა ამჯერად ინგლისის პრემიერლიგის 2024-2025 წლების სეზონის მთავარი ფავორიტი დაასახელა.
გამოკვეთილი ლიდერი მოქმედი ჩემპიონი, ,,მანჩესტერ სიტია'', რომლის საჩემპიონო შანსებიც 82.2%-ია. ამ მხრივ მეორე ადგილს ,,არსენალი'' იკავებს (12.2%), მესამეზე კი ,,ლივერპულია'' (5.1%).
Opta Analyst-ის გამოთვლებით, Top ოთხეულში მოხვედრის ყველაზე მაღალი შანსი, ამ სამი კლუბის გარდა, ,,ჩელსის'' აქვს.
პრემიერლიგიდან გავარდნის მთავარი კანდიდატები კი ,,ლესტერი'', ,,იფსვიჩი'' და ,,საუთჰემპტონი'' არიან.