გუნდები, რომლებმაც ამჟამინდელი შემადგენლობის დასაკომპლექტებლად ყველაზე მეტი დახარჯეს
ფეხბურთის კვლევითმა ცენტრმა, CIES Football Observatory-მ, ის გუნდები დაასახელა, რომლებმაც ამჟამინდელი შემადგენლობის შესაქმნელად ტრანსფერებში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს.
რეიტინგში პირველ ადგილს ,,ჩელსი'' იკავებს. ლონდონელებმა 25 ფეხბურთელის სანაცვლოდ 1,263 მილიარდი ევრო გადაიხადეს (ფეხბურთელში საშუალოდ 50,5 მილიონი ევრო), რაც რეკორდული მაჩვენებელია.
პირველი ხუთეული პრემიერლიგის გუნდებმა დააკომპლექტეს. მეორე პოზიციაზე 1,038 მილიარდით ,,მანჩესტერ იუნაიტედია'', მესამეზე კი - ,,მანჩესტერ სიტი'' (1.017 მილიარდი).
ათეულში ყველაზე მეტი, 7 კლუბი, სწორედ ინგლისიდანაა, თითო-თითო კი საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და იტალიიდან.
Top ათეული ასე გამოიყურება:
ჩელსი - 1,263 მილიარდი 25 ფეხბურთელში
მანჩესტერ იუნაიტედი - 1,038 მილიარდი 20 ფეხბურთელში
მანჩესტერ სიტი - 1,017 მილიარდი 18 ფეხბურთელში
არსენალი - 798 მილიონი 21 ფეხბურთელში
ტოტენჰემი - 787 მილიონი 21 ფეხბურთელში
პსჟ - 772 მილიონი 16 ფეხბურთელში
ლივერპული - 735 მილიონი 16 ფეხბურთელში
რეალი - 720 მილიონი 18 ფეხბურთელში
ნიუკასლი - 683 მილიონი ევრო 26 ფეხბურთელში
იუვენტუსი - 626 მილიონი 28 ფეხბურთელში