Belive

სუპერკომპიუტერის პროგნოზი - Opta-მ ევრო 2024-ის მთავარი ფავორიტები დაასახელა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

Opta-ს სუპერკომპიუტერმა ამჯერად ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ნაკრებების შანსები შეაფასა:

,,ზოგიერთ ქვეყანას, ალბათ, ნაკლები ამბიციები აქვს, მათ შორის საქართველოსაც, რომელიც ტურნირის ერთადერთი დებიუტანტია. თუმცა, 24-გუნდიანი ფორმატი ნიშნავს, რომ ჯგუფიდან გასვლისთვის ყველა იბრძოლებს, მათ შორის დებიუტანტებიც.'' - წერს Opta Analyst

სუპერკომპიუტერის მონაცემებით, ჩემპიონობის ყველა დიდი შანსი ინგლისის ეროვნულ ნაკრებს აქვს (19.9%), ამ მხრივ მეორე ადგილს საფრანგეთი იკავებს (19.1%), მესამეზე კი - გერმანიაა (12.4%).

Opta Analyst საქართველოს ნაკრების მეოთხედფინალში გასვლის შანსებს ყველაზე დაბალი - 8.3 %-ით აფასებს, ნახევარფინალში გასვლის ალბათობა 2.5%-ია, ფინალში - 0.5%, ჩემპიონობის შანსი კი სულ რაღაც 0.1%-ია.

ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 18 ივნისს, დორტმუნდში, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, მეორე შეხვედრაში 22 ივნისს ჩეხეთს დაუპირისპირდება (ჰამბურგში), ჯგუფის ბოლო ტურში კი, 26 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდის მეტოქე პორტუგალია იქნება.

Euro 2024 Predictions - Tournament Winner

სხვა სტატიები