Belive

რონალდ კუმანი: "ეს ის მოგება არაა, როცა მწვრთნელი ბედნიერი უნდა იყოს"

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევრო 2024 ისე მიმდინარეობს, რომ წყვილში ფავორიტად მიჩნეული ნაკრებები საკუთარი შეხვედრის მოგებას ახერხებენ. ასე მოხდა პოლონეთისა და ნიდერლანდებს შორის შეხვედრაშიც, ნარინჯისფრებმა 1:2 მოიგეს, თუმცა დიდი გაჭირვებით.

ანგარიში მატჩის დებიუტში ლევანდოვსკის შემცვლელმა ადამ ბუქსამ გახსნა, კოდი გაკპომ მალევე გაათანაბრა და ამის შემდეგ ნიდერლანდელები მომენტების რეალიზებას ვერ ახერხებდნენ იქმადე, სანამ მოედანზე ვერგჰოსტი არ შემოვიდა და პირველივე შეხებით, მატჩის 83-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ნიდერლანდელთა მთავარმა მწვრთნელმა მატჩი შეაფასა.

გაკპო მარცხენა ფლანგიდან შესანიშნავად მოქმედებდა. ამ ფლანგზე საკმმაოდ საშიშები ვიყავით. ტაიმი 3:1 ან 4:1 უნდა დაგვესრულებინა, თუმცა ერთია მომენტების შექმნა, მეორე კი - შესრულლება. როცა სტანდარტულიდან გოლი მივიღეთ, არასწორად ვიყავით განლაგებული, ამ მხრივ თამაში უნდა გამოვასწოროთ.

ეს ის მოგება არაა, როცა მწვრთნელი ბედნიერი უნდა იყოს, მართალია გაგვიმართლა, მაგრამ მოგება ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე დავიმსახურეთ და ეს უფრო მეტ თავდაჯერებას შეგვძენს - განაცხადა მატჩის შემდეგ რონალდ კუმანმა

მომდევნო ტურში ნიდერლანდელები უძლიერეს საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო. ჯგუფის მეორე შეხვედრა ხვალ გაიმართება, ფავორიტი საფრანგეთი 3 ქულის აღებას ავსტრიასთან შეეცდება.

სხვა სტატიები