სუდაკოვი: ,,ოთახში ქართველ ფეხბურთელთან ერთად ვცხოვრობ''
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და დონეცკის ,,შახტარის'' ნახევარმცველმა, გეორგი სუდაკოვმა, საქართველოსთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,საქართველო კარგი ნაკრებია, რომელსაც მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს. პირველმა თამაშმა აჩვენა, როგორი ტექნიკურები არიან ისინი შეტევაში. გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა ჩვენთვის და დადებითი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ.
შახტარში, ოთახში, ქართველ ფეხბურთელთან, ირაკლი აზაროვთან ერთად ვცხოვრობ, ის ამბობს რომ ბათუმის სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იქნება. გოჩოლეიშვილსაც ველაპარაკე და ერთმანეთს გავეხუმრეთ. რა თქმა უნდა, მას საკუთარი ნაკრების გამარჯვება სურს.'' - გეორგი სუდაკოვი
ერთა ლიგის B დივიზიონის მე-5 ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას უმასპინძლებს. მატჩი შაბათს, 16 ნოემბერს, ბათუმში გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.
4 ტურის შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდი 6 ქულით სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციაზეა, უკრაინა კი 4 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.