Belive

სუარესი ინტერ მაიამისთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე დღის წინ 36 წლის ლუის სუარესი თავისუფალი აგენტი გახდა. ურუგვაელი ფეხბურთელი ბოლოს "გრემიოს" ღირსებას იცავდა, სადაც 53 მატჩში, 27 გოლის გატანა შეძლო. ყველასათვის მოულოდნელად. ლუისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კლუბთან ორმხრივი შეთანხმების ფონზე კონტრაქტს წყვეტდა. ამის მიზეზი გადატვირთული კალენდარი გამოდგა. ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ სხეულისთვის დასვენების საშუალება მიეცა.

სხვადასხვა სპორტული გამოცემები იუწყებიან, რომ ურუგვაელი დიდხანს უსაქმურად ყოფნას არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სულ მალე მას მესისთან ერთად ვიხილავთ. "ინტერ მაიამისთან" დაახლოებული წყაროები იუწყებიან, რომ სუარესი კლუბთან სულ მალე ერთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. აღსანიშნავია, რომ ლუისს იგივე ხელფასი ექნება, რაც სერხიო ბუსკეტსს.

სხვა სტატიები