Belive

La Gazzetta: "ვერატიმ სერია A-ში დაბრუნება გადაწყვიტა, აგენტებმა პირველი კომუნიკაცია გამართეს"

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ცნობილი და პრესტიჟული იტალიური სპორტული გამოცემის "La Gazzetta dello Sport"-ის ინფორმაციით, 32 წლის მარკო ვერატიმ გადაწყვიტა, რომ მას სერია A-ში დაბრუნება სურს, რადგან მას სწამს, რომ ჯერ კიდევ აქვს უმაღლეს დონეზე თამაშის შესაძლებლობა.

La Gazzetta-ს ინფორმაციით, მარკო ვერატის აგენტებმა უკვე გამართეს პირველი კომუნიკაცია იუვენტუსთან, კერძოდ კი სპალეტისთან და სურთ 'ბებერი ქალბატონი' დაარწმუნონ იმაში, რომ ვერატი მზად არის კვლავ უმაღლეს დონეზე სათამაშოდ. ასევე ცნობილი ხდება, რომ მიმდინარეობს ფეხბურთელის ფიზიკური მდგომარეობის შესწავლა, რადგან შესაძლოა, ლუჩანო სპალეტიმ იანვარში მისი მახასიათებლების მქონე ნახევარმცველი მოითხოვოს.

მარკო ვერატიმ პსჟ-ს დატოვების გადაწყვეტილება 2023 წელს მიიღო და იგი კატარულ კლუბს ალ-არაბიში გადაბარგდა, მის სანაცვლოდ ფრანგულმა გრანდმა €45.00 მილიონი მიიღო. 2 სეზონის შემდეგ კი მან კლუბი შეიცვალა და ალ-დუჰაილიში გადავიდა.

როგორც ცნობილი ხდება, მარკო ვერატი უკმაყოფილოა კატარში თამაშით და ევროპაში, კერძოდ კი კვლავ იტალიაში თამაში სურს.

მას შემდეგ, რაც ვერატიმ პსჟ დატოვა, 32 წლის იტალიელი ეროვნულ ნაკრებში აღარ გამოუძახებიათ. ფეხბურთელი, რომელიც ერთ დროს ყველაზე კარგ და გაუვალ ნახევარმცველად ითვლებოდა, დღეს 32 წლის ასაკში კლუბებს ეხვეწება, რომ სერია A-ში დაბრუნდეს...

სხვა სტატიები