Belive

„სწორედ ამიტომ ვარ მწვრთნელი“ - კომპანის ემოციური განცხადება მუსიალას შესახებ

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვენსან კომპანიმ ჯამალ მუსიალას რთულ პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანელი ნახევარმცველი ამ გამოცდილებების შემდეგ, უფრო ძლიერი დაბრუნდება. ბელგიელი სპეციალისტის განცხადებით, მუსიალა ამჟამად განსაკუთრებული მენტალურ სიმტკიცესა და დაბრუნების დიდ სურვილს ავლენს. კომპანიმ ამაზე კიოლნთან მატჩის წინა გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ბელგიელი მწვრთნელი ასევე შეეხო კლუბის საპატიო პრეზიდენტის, ული ჰიონესის ბოლო განცხადებებს, რომელმაც მუსიალას ძველ ფორმაში დაბრუნების შესაძლებლობა ეჭვქვეშ დააყენა.

ის, თუ როგორ იბრძვის ეს ბიჭი და რას გვაჩვენებს ახლა, ძალიან ბევრს ნიშნავს. იმედი მაქვს, მომდევნო თვეებში ყველა იხილავთ მის შესაძლებლობებს და ის ამას მოედანზეც დაამტკიცებს. ამაში ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ.

მე რა როლი მაქვს ამ სიტუაციაში? ყველაფერი უნდა გავაკეთო, რათა ბაიერნის თითოეულმა ფეხბურთელმა წარმატებას მიაღწიოს და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს. ჩემი მიზანია, ჯამალი ამ ყველაფრის შემდეგ, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გახდეს. ყოველდღე სწორედ ამ მოტივაციით ვმუშაობ. - ვენსან კომპანი

კომპანის თქმით, მსგავსი სირთულეები ფეხბურთელს იმ მენტალურ და ფიზიკურ სიმტკიცეს შესძენს, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში მას წარმატებას მოუტანს. მუსიალა შესაძლოა კიოლნთან შეხვედრაში დაბრუნდეს. კომპანიმ დაადასტურა, რომ გერმანელი ფეხბურთელი მატჩის განაცხადში იქნება, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში მის გამოჩენასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

სხვა სტატიები