სტივენ ჯერარდი: "არაბეთში ფულის გამო არ წამოვსულვარ, თუმცა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო"
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთმა ლეგენდამ და ამჟამად "ალ ეტიფაქის" მთავარმა მწვრთნელმა - სტივენ ჯერარდმა, არაბულ ფეხბურთზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას იქ მუშაობა სიამოვნებს და ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი სულაც არ არის შემოსავალი.
"საუდის არაბი პროფესიონალებისგან მივიღე შემოთავაზება, რომ მათ საკუთარი საფეხბურთო ჩემპიონატის სრულად გამართვა სურდათ, შესაბამისად მინდოდა, რომ მათ ფეხბურთის განვითარებაში დავხმარებოდი და სწორედ ეს არის რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ ვარ აქ.
ბევრ უარყოფით მესიჯებს ვიღებ იმის შესახებ, რომ აქ (არაბეთში) ფულის გამო წამოვედი. მინდა 100%-იანი დაზუსტებით გითხრათ, რომ ფულის გამო მე არსად, არასდროს არ წავალ, თუმცა ისიც სათქმელია, რომ მათმა შემოთავაზებამ, საკმაოდ იმოქმედა იმაზე, რომ მე აქ ვარ.
თუ მკითხავ, რომ ფული იყო ერთადერთი რამ, რამაც აქ ჩამოსვლა მაიძულა, 100%-იანი სიზუსტით გიპასუხებთ, რომ არა." - სტივენ ჯერარდი
შეგახსენებთ, რომ სტივენ ჯერარდი "ალ ეთიფაქის" მწვრთნელი 2023 წლის 3 ივლისიდან არის. მან 36-მატჩი ჩაატარა, საიდანაც მისმა კლუბმა 13-ჯერ გაიმარჯვა, 12-ჯერ მატჩი ფრედ დაასრულა, ხოლო 11-ჯერ დამარცხდა.
ლეგენდარული ინგლისელის მიერ გაწვრთნილმა კლუბმა, საუდის არაბეთის ჩემპიონატი 48 ქულითა და მე-6 ადგილით დაასრულა.
აქვე შეგახსენებთ, რომ სტივენ ჯერარდი ერთ სეზონში £15.2 მილიონ ფუნტს იღებს.