რომერომ მძიმე ტრავმა მიიღო | ტოტენჰემის მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალო ხდება
ლონდონის ტოტენჰემი საშინელ სეზონს აგრძელებს და პრემიერ ლიგის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებული გასავარდნ ზონაშია და საკმაოდ რეალურია შანსები იმისა, რომ 'დეზებმა' პრემიერ ლიგა 1976–77 წლების შემდეგ პირველად დატოვოს.
ამ ყველაფერს კლუბში ტრავმების ეპიდემიეც განაპირობებს - ლონდონელებს მთელი სეზონის განმავლობაში გუნდის 6-7 ძირითადი ფეხბურთელი აკლიათ. ამ ყველაფერს კი დაემატა გუნდის კაპიტანი - კრისტიან რომერო, რომელმაც გვერდითი იოგების ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელებისთვის ხუთიდან რვა კვირამდე დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კაპიტანი ტოტენჰემს პრემიერ ლიგის სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება.
თუმცა თავის მხრივ კარგი ფაქტია არგენტინის გულშემატკივრებისთვის, რადგან იგი მუნდიალამდე გამოჯანმრთლებას მოასწრებს და 2026 წლის უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე იასპარეზებს.
🚨🇦🇷 Great news for Argentina and Tottenham!
— Topskills Sports UK (@topskillsportuk) April 13, 2026
Cuti Romero has suffered a lateral ligament injury and will need between five and eight weeks to recover.
The Tottenham defender is still expected to be fully available for the World Cup. ‼️ pic.twitter.com/Jowys1oLDf
კუტი რომეროს მიმდინარე სეზონში ტოტენჰემის მაისურით 32 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 6 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. გარდა ამისა, მან 11-ჯერ მიიღო ყვითელი ბარათი, მოედნიდან კი 2-ჯერ გააძევეს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 'დეზებს' 2026 წელს პრემიერ ლიგაში გამარჯვება არ აქვთ, რაც პრემიერ ლიგის ცხრილშიც ნათლად ისახება - პრემიერ ლიგაში 32 ტურის შემდეგ, ლონდონის ტოტენჰემი მე-18 პოზიციას 30 ქულით იკავებს და გასავარდნ ზონაში იმყოფება, უახლოეს მდევარ ვესტ ჰემს კი 2 ქულით ჩამორჩება.
ტოტენჰემი შემდეგ მატჩს შინ ბრაიტონის წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 18 აპრილს შედგება.