Belive

ბარსელონას გავი გამოაკლდა - შესაძლოა მას კვლავ ოპერაცია დასჭირდეს

2 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

კატალონიის ბარსელონასა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის, გავის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოსალოდნელზე მძიმეა და შესაძლოა, ქირურგიული ჩარევა კვლავ საჭირო გახდეს.

21 წლის ნახევარმცველმა, 2 წლის წინ, საქართველოსთან დაპირისპირების დროს ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და მენისკი დაიზინა. გავიმ ფეხბურთელმა ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც მას თითქმის ერთი წელი გაუცდა.

გავიმ რამდენიმე დღის წინ კვლავ ტრავმა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელს დაზიანება იმავე მუხლზე აქვს და მას ძალიან მძიმე ტკივილები აწუხებს.

ცნობილი ესპანელი სპორტული ჟურნალისტის - ჟერარ რომეროს ინფორმაციით, გავი, დღეს დილით, ოჯახთან და აგენტთან ერთად დაზიანების შესაფასებლად კლუბის სამედიცინო შტაბს შეხვდა. პრიორიტეტი კონსერვატიული მეთოდით მკრუნალობაა, ოპერაცია კი მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება, თუ ტკივილები გაგრძელდება. ერთ კვირაში ფეხბურთელის მუხლის მდგომარეობა ხელახლა შეფასდება და გაირკვევა, საჭიროა თუ არა ოპერაცია.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დრო გაუცდება ესპანელ ნახევარმცველს, თუმდა დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშებს, დანარჩენს კი სამედიცინო კვლევების ჩატარების შემდეგ გავიგებთ.

გავი ვალენსიასთან და ჩემპიონთა ლიგაზე, ნიუკასლის წინააღმდეგ გასამართ მატჩს გამოტოვებს.

სხვა სტატიები