Belive

სტივ კინი: "თუ ისე ვითამაშებთ, როგორც ქუთაისში მეორე ტაიმში, შემდეგ ეტაპზე გავალთ"

9 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბონსიურ "სარაევოსთან" საპასუხო მატჩის წინ, ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

"სასიამოვნოა აქ ყოფნა, თავს კარგად ვგრძნობთ, ფანტასტიკურად მიგვიღეს და მოუთმენლად ველით მატჩის დაწყებას.

წინა შეხვედრაში თამაში კარგად ვერ დავიწყეთ, მაგრამ პირველი ტაიმი კარგად დავასრულეთ. აქ იმისთვის ჩამოვედით, რომ ისე ვითამაშოთ, როგორც საშინაო შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოს და დასახულ მიზანს მივაღწიოთ.

ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ პოზიტიურზე, ვიყოთ პოზიტიურად განწყობილი და ასი პროცენტით კონცენტრირებულები ვიყოთ ჩვენს საქმეზე.

"სარაევოს" სამწვრთნელო სტაფმა წინა თამაში გაანალიზა და დარწმუნებული ვარ, მათ იციან, რა ელით ჩვენი მხრიდან.

ბევრი ხმაური იქნება, იქნება ფანტასტიკური ატმოსფერო, მაგრამ ამას უპირატესობად მივიჩნევ. სასიამოვნოა აქ მოსვლა. ამავე დროს, თუ ჩვენ ისე ვითამაშებთ, როგორც საშინაო მატჩში მეორე ტაიმის დროს, მაშინ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვექნება.

"სარაევო" ფანტასტიკურად თამაშობდა პირველ 25 წუთში და მათ წინ გასვლა შეეძლოთ, მაგრამ შემდეგ ჩვენ შევიტანეთ რამდენიმე ცვლილება, გავხდით უფრო აგრესიულები და გავაანალიზეთ ერთმანეთი. ვფიქრობ, სიურპრიზები არ იქნება, რომ სათადარიგოთა სკამიდან შემოსულ მოთამაშეებს შეუძლიათ დიდი გავლენა იქონიონ თამაშზე.

თუ ჩვენ ნახევარდაცვაში დომინირებასა და  მეტოქის შეტევების შემცირებას მოვახერხებთ, წარმატებას მივაღწევთ. ეს ჩვენი პირველი ამოცანაა. ბევრი უნდა ვირბინოთ, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - თქვა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.

"ტორპედოსა" და "სარაევოს" დაპირისპირება 20 ივლისს ბოსნიის დედაქალაქში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი ფრედ - 2:2 დასრულდა.

სხვა სტატიები