Belive

სტერლინგის დიდებული მიღწევა - სიტის ყველა დროის ბომბარდირების ათეულში

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ "სიტის" 27 წლის შემტევი - რაჰიმ სტერლინგი, მანჩესტერული კლუბის ისტორიაში შევიდა. ჩემპონთა ლიგის 1/8 ფინალში, ლისაბონის "სპოტინგის" კარში გატანილი გოლი, სტერლინგისთვის ისტორიული აღმოჩნდა. მან ამ გოლით მანჩესტერ "სიტის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების სიაში მე-10 ადგილზე გადაინაცვლა (127 გოლი) და ალეკ ჰერდს გადაასწრო. რაჰიმმა ამ გოლით პოლ სქოულზსაც გადაასწრო და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეორე ინგლისელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 24 გოლის გატანა შეძლო. პირველ ადგილზე უეინ რუნია, რომელსაც 30 გოლი აქვს გატანილი. რაჰიმ სტერლინგი მანჩესტერულ კლუბში 2015 წლიდან ირიცხება, პირველი გოლი კი სწორედ 2015 წელს "უოტფორდის" წინააღმდეგ გაიტანა, სადაც "სიტიმ" 2:0 გაიმარჯვა.

მანჩესტერ სიტის ყველა დროის ბომბარდირები (TOP 10)

  • სერხიო აგუერო (260)
  • ერიკ ბრუკი (177)
  • ტომი ჯონსონი (166)
  • კოლინ ბელი (153)
  • ჯო ჰეისი (152)
  • ბილ მერედიტი (151)
  • ფრენსის ლი (148)
  • ტომი ბროუელი (139)
  • ბილი გილესპი; ფრედ ტილსონი (132)
  • რაჰიმ სტერლინგი (127)
 

სხვა სტატიები