Belive

გარეთ ბეილს ფეხბურთში დაბრუნება შესთავაზეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გარეთ ბეილმა დიდი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ საფეხბურთო კარიერა დაასრულოს. ბოლოს ის "ლოს ანჯელესის" რიგებში ასპარეზობდა და მათთან ერთად MLS-ის თასი მოიგო. საკლუბო კარიერის გარდა, ფეხბურთელი ნაკრებშიც გამორჩეული იყო. უელსის ისტორიაში მას ყველაზე მეტი (111) მატჩი აქვს ჩატარებული. გარდა ამისა, 40 გოლი აქვს გატანილი, რაც უელსის ნაკრებში საუკეთესო შედეგია.

ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, უელსის მწვრთნელმა რობერტ პეიჯიმ უკვე შესთავაზა გარეთს ფეხბურთში დაბრუნება. 48 წლის სპეციალისტს სურს, რომ ბეილი მწვრთნელის ასისტენტის ან ელჩის პოზიციაზე დაბრუნდეს, რადგან უელსს სურს, რომ 2024 წელს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.

"მე უკვე ვესაუბრე მას ამ თემასთან დაკავშირებით. ჯერ არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. გარეთს უბრალოდ დრო სჭირდება. რამდენიმე კვირაში კიდევ გვექნება მასთან საუბარი. დარწმუნებული ვარ, უელსის ფეხბურთის ასოციაციას დიდი სურვილი იქნება, რომ გარეთი ამ ყველაფერში ჩაერთოს." - განაცხადა რობ პეიჯმა.

შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილმა ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ მოიგო და ფინალში სამჯერ გამოიჩინა თავი. ამ ყველაფრის გარდა, ეულსელმა ფეხბურთის გულშემატკივარს უამრავი დასამახსოვრებელი მომენტი აჩუქა.

სხვა სტატიები