Belive

სტეფანო პიოლი: "იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ მონდომება და სურვილი არ გვაკლია"

11 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში, პრინციპულ მეტოქე, თანაქალაქელ "ინტერთან" წაგების (0:2) შემდეგ, "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა.

"ინტერმა" პირველ ტაიმში ჩვენზე უკეთ ითამაშა და ორი გოლი გაიტანა, მეორეში უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ ვერ გავიტანეთ. "ინტერმა" მაშინვე გაიტანა თავისი პირველი კუთხურით. გასაგებია, რომ უფრო ყურადღებიანად და მზად უნდა ვყოფილიყავით, განსაკუთრებით მეორე გოლის დროს. გვინდოდა განსხვავებული თამაში და შედეგი გვეჩვენებინა.

მიზანი იყო აგრესიული გუნდი ვყოფილიყავით, მაგრამ "ინტერმა" ბევრ მეორე ბურთზე გვაჯობა. მათ ძალიან კარგად შეძლეს ორი გოლის გატანა, რაც მატჩს ართულებდა ტაქტიკური და მენტალური თვალსაზრისით, შემდეგ კი მე იქ დიდი რეაქცია დავინახე და ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ მეორე მატჩში.

უნდა დავიწყოთ იმ დამოკიდებულებით, რაც მეორე ტაიმში გვქონდა, მაგრამ ინტენსიური მიდგომით და მეტი ხარისხით. დღეს ჩვენ ხელიდან ბევრი მარტივი გამოსავალი გავუშვით.

ბიჭებმა იციან, რომ ეს არ არის ის თამაში და შედეგი, რომელიც ჩვენ გვინდოდა, არის იმედგაცრუება, მონდომება და სურვილი, რომ ეცადონ და შეცვალონ ეს შედეგი მეორე მატჩში.

ბოლოს მსაჯის მიმართ პროტესტი გამოვხატე, რადგან ის არ იყო თანმიმდევრული თავის გადაწყვეტილებებში.

რაც შეხება ლეაოს თამაშის შანსს, მეორე მატჩამდე შვიდი დღე რჩება, დღეს ის სათამაშოდ მზად არ იყო - ვნახოთ რა იქნება ერთ კვირაში", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა "სან სიროზე" 16 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები