ბენასერი 6 თვით იუქმებს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მილანის" ნახევარმცველის ისმაელ ბენასერის ტრავმა ნავარაუდევზე მძიმე აღმოჩნდა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ალჟირელი ნახევარმცველი მოედანზე დაბრუნებას მომდევნო 6 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.
მუხლის მძიმე ტრავმის გამო, გადაუდებელი ოპერაცია გახდა საჭირო - სარეაბილიტაციო პროცესი კი 6 თვე გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის მიმდინარე სეზონი ნაადრევად დასრულდა და მოედანზე დაბრუნებას მომდევნო სეზონის პირველი 3 თვის განმავლობაშიც ვერ შეძლებს.
შეგახსენებთ, ისმაელ ბენასერმა მუხლის ტრავმა UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური დაპირისპირების პირველ შეხვედრაში, "ინტერის" წინააღმდეგ მიიღო.