Belive

მეხუთე ადგილი განაღდებულია | ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისი კვლავ 5 გუნდით წარსდგება

13 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

​ინგლისის პრემიერ ლიგას შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 5 წარმომადგენელი ეყოლება. ეს მას შემდეგ დადასტურდა, რაც ტურნირის ამ გათამაშების მეოთხედფინალის საწყის მატჩში ლონდონის არსენალმა ლისაბონში სპორტინგს (1:0) მოუგო.

ეს ზედიზედ მეორე წელია, როცა პრემიერ ლიგამ დამატებითი ადგილი დაიმსახურა. ამ სეზონში საუკეთესო ხუთეულის წევრები, ლივერპული, არსენალი, მანჩესტერ სიტი, ჩელსი და ნიუკასლი გახლდნენ, რასაც ევროპა ლიგის გამარჯვებულის სტატუსით ტოტენჰემი დაემატა.

ამ დამატებითი ადგილის მინიჭების შემდეგ, პრემიერ ლიგაში მეხუთე ადგილის დამკავებელი გუნდი შემდეგ სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგის, ლიგის ფაზაში მიიღებს მონაწილეობას.

უეფა დამატებით მეხუთე ადგილს ორ ლიგას ანიჭებს, რომლისთვის ბრძოლაშიც რეიტინგის მიხედვით ამ მომენტისთვის ლიდერი ესპანეთის ლა ლიგა გახლავთ, იგივე შედეგი მათ შარშანდელ სეზონშიც დააფიქსირეს, რითაც გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალმა იხეირა.

სხვა სტატიები