Belive

აიაქსის მწვრთნელი: ,,კლუბისგან მხარდაჭერას ვგრძნობ”

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ამსტერდამის ,,აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურის სტეინმა, ,,უტრეხტთან” წაგებული მატჩის შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

,,დღეს რამდენიმე დადებითი რამ დავინახე. როცა უტრეხტს სტუმრად სამ გოლს უტან, გარანტირებულად უნდა მოიგო.

როცა მატჩი დროებით შეწყდა (3:3-ზე), ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ სანამ მოსაგებად წავიდოდნენ, 1 ქულა მაინც უნდა მოგვეპოვებინა.

გამიკვირდება თუ არა, თუ აიაქსი გამათავისუფლებს? თუ კლუბს სჯერა, რომ ეს წინსვლისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, ვინ ვარ მე?

მისაღები იქნება თუ არა ასეთი გადაწყვეტილება? თუ შედეგებს გავითვალისწინებთ, კი… მაგრამ, იმის მიხედვით, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია, არა.

ვიქნები თუ არა აიაქსის მწვრთნელი ერთი კვირის შემდეგ? დიახ, რადგან კლუბისგან მხარდაჭერას ვგრძნობ.

- მაურის სტეინი

ერედივიზიონის მე-9 ტურში ,,აიაქსი” ,,უტრეხტთან” 3:4 დამარცხდა.

ამსტერდამულმა გუნდმა, რომელსაც 7 მატჩის შემდეგ 5 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, ნიდერლანდების ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხედ წააგო.

დღევანდელ შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 91-ე წუთზე შევიდა.

სხვა სტატიები