Belive

100 გამარჯვება სერია A-ში | სტეფანო პიოლიზე სწრაფად ამ ნიშნულს მხოლოდ კარლო ანჩელოტიმ მიაღწია

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მილანმა" სერია A-ს 21-ე ტურში "უდინეზე" 2:3 დაამარცხა. ეს მატჩი მილანური გუნდის მთავარი მწვრთნელის სტეფანო პიოლისთვის განსაკუთრებული იყო. იტალიელმა სპეციალისტმა "მილანთან" ერთად სერია A-ში მე-100 გამარჯვება მოიპოვა, ეს მან 166 მატჩში მოახერხა, ყველაზე სწრაფად მოგებულ 100 მატჩში მას მხოლოდ კარლო ანჩელოტი უსწრებს. ანჩელოტიმ ამ ნიშნულს 165 შეხვედრაში მიაღწია.

სტეფანო პიოლი "როსონერის" ისტორიაში მე-5 მწვრთნელია ნერეო როკოს, ნილს ლიდჰოლმის, ფაბიო კაპელოს და კარლო ანჩელოტის შემდეგ, რომელმაც ჩემპიონატში სამნიშნა რიცხვს მიაღწია.

მილანურ გუნდს ამ დროისთვის სერია - A-ში 45 ქულა აქვს და მე-3 პოზიციაზეა. "როსონერი" პირველადგილოსან "იუვენტუსს" 7 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები