Belive

2024 წელს ლოფტუს-ჩიკს იმაზე ორჯერ მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე წინა 4 წლის განმავლობაში ერთად

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპა ლიგის 1/16-ფინალში ,,მილანმა'' ,,რენს'' უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

მატჩში დუბლი გაიფორმა ,,როსონერის'' ნახევარმცველმა, რუბენ ლოფტუს-ჩიკმა, რომელსაც 2024 წელს უკვე 6 გოლი დაუგროვდა.

ინგლისელისთვის მიმდინარე წელი განსაკუთრებით შედეგიანია, რადგან, როგორც აღმოჩნდა, წინა 4 წლის განმავლობაში, მის ანგარიშზე სულ 3 გოლი იყო.

ლოფტუს-ჩიკმა იანვრიდან დღემდე გოლების გატანა ,,ემპოლის'', ,,უდინეზეს'', ,,ბოლონიასა'' (დუბლი) და ,,რენის'' (დუბლი) წინააღმდეგ შეძლო.

,,მილანში'' გადასვლამდე 28 წლის ფეხბურთელს ბოლო გოლი 2022 წლის 17 აპრილს, ,,ჩელსისა'' და ,,კრისტალ პალასის'' მატჩში ჰქონდა გატანილი.

სხვა სტატიები