გასპერინი: "ის პენალტების ერთ-ერთი ყველაზე ცუდად შემსრულებელი ფეხბურთელია"
"ატალანტა" ჩემპიონთა ლიგას პლეი ინიდან დაემშვიდობა. ყველასათვის მოულოდნელად, იტალიური კლუბი "ბრიუგემ" დაამარცხა და ბელგიელებმა მერვედფინალის საგზური მოიპოვეს. გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელსაც ატალანტა საკუთარ მოედანზე ატარებდა, სტუმრებმა 1:3 გაიმარჯვეს, პირველი შეხვედრა კი 2:1 ჰქონდათ მოგებული.
ბრიუგემ პირველი ნახევარი 0:3 მოიგო. გასპერინიმ მეორე ტაიმი ადემოლა ლუკმანს დააწყებინა და ნიგერიელმაც 46-ე წუთზე შეძლო ერთი ბურთის გაქვითვა. 61-ე წუთზე მას პენალტის გატანაც შეეძლო, თუმცა ცუდად შეასრულა, იტალიელი სპეციალისტი ამ მომენტის გამო გაბრაზებული იყო.
პენალტი ლუკმანს არ უნდა დაერტყა. ის თერთმეტმეტრიანების ერთ-ერთი ყველაზე ცუდად შემსრულებელი ფეხბურთელია, ვინც კი მინახავს.
ვარჯიშების დროსაც კი ძალიან ცუდად ურტყამს და ბევრს აფუჭებს. ადგილზე დე კეტელარი და რეტეგი იყვნენ, თუმცა ლუკმანს მეორე გოლის გატანაც უნდოდა და მათ ბურთი წაართვა, ეს მიუღებელია. - განაცხადა ჯან პიერო გასპერინიმ
ორი მატჩის ჯამში, ატალანტა 2:5 დამარცხდა და წყვილში აუტსაიდერად შეფასებული ბრიუგე ბრძოლას აგრძელებს. იტალიური კლუბებისთვის პლეი ინი საშინლად მიმდინარეობს, მერვედფინალში ვერ გავიდა ვერც "მილანი", "ფეიენოორდმა" იტალიური გრანდი, ორი მატჩის ჯამში, 2:1 დაამარცხა.