სტეფან უორნოკი: "კვარაცხელია სალაჰის იდეალური შემცვლელი იქნება..."
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა - სტეფან უორნოკმა, ერთ-ერთ ბრიტანულ გადაცემაში კვარაცხელიას "ლივერპულში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.
"როდესაც მე ვთქვი, რომ კლუბიდან გასაშვები იყო ლუის სუარესი, იგი გაუშვეს. როდესაც იგივე ვთქვი კოუტინიოზე, კოუტინიოც გაუშვეს. ახლა ვამბობ, რომ ამ სეზონის შემდეგ სალაჰმა "ლივერპული" უნდა დატოვოს და სავარაუდოდ ასეც იქნება, კლუბის შიდა სამზარეულოდან ასეთ ინფორმაციას ვფლობ, რომ სალაჰი შემდეგ სეზონში სავარაუდოდ საუდის არაბეთში გადავა სათამაშოდ, რადგან იგი 175 მილიონიან შეთავაზებაზე უარს ვერ იტყვის.
ვინ იქნება მისი იდეალური შემცვლელი?! - უდავოდ, ხვიჩა კვარაცხელია.
კვარაცხელია ფეთქებადი და ამაღელვებლად მაგარი ფეხბურთელია. რაც ყველაზე მთავარია ახალგაზრდაა, მას აქვს იმის პოტენციალი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ იგი მარცხენა ფლანგზე თამაშობს, საინტერესოა შეძლებს თუ არა მარჯვნივ თამაშს.
თუ ის მარჯვენა ფლანგიდან თამაშს უკეთ ისწავლის, ვფიქრობ, რომ "ლივერპულმა" ბევრი არ უნდა იფიქროს, თუ ვინ იქნება სალაჰის იდეალური შემცვლელი..."
- სტეფან უორნოკი
სტეფან უორნოკმა კარიერა "ლივერპულში" დაიწყო და 2002-2007 წლებში სწორედ ამ კლუბის საკუთრება იყო, სადაც პოზიციით მცველმა, 40 მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო.
წლების განმავლობაში იგი პრემიერ ლიგის სხვადასხვა კლუბებში: "ბლექბერნში"; "ასტონ ვილაში"; "ლიდსში"; "უიგანში", "დერბიში" და "ბოლტონში" თამაშობდა.
2008-2010 წლებში კი ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრი იყო, სადაც 2 მატჩი ჩაატარა.