სტარტიც ასეთი უნდა | ენტონი გორდონმა ლა ლიგის სადებიუტო შეხვედრაში რეკორდი დაამყარა
ენტონი გორდონმა ბარსელონას შემადგენლობაში, ოფიციალურ სადებიუტო შეხვედრაში, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. ინგლისელი ფეხბურთელი მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა და ჯერ რაფინიას, ხოლო შემდეგ, ფერმინ ლოპესს გაატანინა. ამ შედეგით, ინგლისელი შემტევი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 21-ე საუკუნეში, ლა ლიგის სადებიუტო მატჩში, ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. თანაც ეს ძალიან მცირე დროში, 6 წუთში გააკეთა. ბარსელონას ახალწვეულმა, მატჩის შემდეგ, კომენტარიც გააკეთა.
იდეალური დასაწყისი იყო. ხუთი გოლი გავიტანეთ და საკუთარ კარში არც ერთი არ გაგვიშვია. ძალიან ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, შესანიშნავი ფეხბურთი ვითამაშეთ და ძალიან ლამაზი გოლებიც გავიტანეთ. თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს სახლში ვარ. ვფიქრობ, რაც უფრო დიდი ხნით გავჩერდები აქ, უფრო და უფრო უკეთესი გავხდები. - ენტონი გორდონი
ფეხბურთელზე ჰანსი ფლიკმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასთან პირველივე სატელეფონო საუბრის დროს იგრძნო, რომ ინგლისელი ბარსელონაში თამაშის შესაძლებლობით, ძალიან გახარებული იყო. ბარსელონა მომავალ შეხვედრას, 27 აგვისტოს, ბილბაოს უმასპინძლებს. გორდონი კი იმედოვნებს, რომ საკუთარ გუნდს, შემდეგ მატჩშიც დაეხმარება.
⏰ 65': Gordon substituted on
— EuroFoot (@eurofootcom) August 23, 2026
🪄 67': Gordon gets an assist
🪄 71': Gordon gets an assist
Incredible La Liga debut by Anthony Gordon! 🏴 pic.twitter.com/htDL9oZPMp