რაფინია ბარსელონას ისტორიაში შევიდა
ბარსელონა და მისი ფორვარდი რაფინია სეზონს შესანიშნავად იწყებენ. 29 წლის ბრაზილიელმა საოცარი შედეგი დააფიქსირა. მან საწყის 7 ტურში უკვე 12 გოლის გატანა მოახერხა და რა თქმა უნდა ამ დროისთვის ის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
რაფინიამ შეძლო ის რაც მესისაც კი არ გამოუვიდა, ბარსელონას ვარსკვლავი კლუბის ისტორიაში შევიდა.
ლა ლიგის ისტორიაში სეზონის სტარტზე მასზე მეტი გოლი მხოლოდ 2 ფეხბურთელს გაუტანია, პირველი ეს იყო 1943/44 წლებში ოვიედოში მოთამაშე ეჩევარია, რომელმაც 14 გოლის გატანა შეძლო, ხოლო 2014/15 წლებში ბრწყინვალე სტარტი გამოუვიდა რეალ მადრიდის ყოფილ ფეხბურთელს კრიშტიანუ რონალდუს, რომელმაც 13 გოლი გაიტანა.
12 გოლი გაიტანეს სხვა ფეხბურთელებმაც, მათ შორის: პრუდენმა, კამპანალმა, მარიანო მარტინმა და კვინიმ.
რაფინიამ გაიმეორა ბარსელონას კლუბის რეკორდი, რომელიც მარიანო მარტინმა ჯერ კიდევ 1943/44 წლების სეზონში დაამყარა. მან 80 წელზე მეტი ხნის შემდეგ ისეთი შედეგის დაფიქსირება შეძლო, რომელიც არავის გაუკეთებია და შვიდ მატჩში 12 გოლი გაიტანა.
SEV 1-3 FCB (69') - Hat-trick de Raphinha, que llega a 12 goles en los 7 primeros partidos del Barcelona en La Liga 2026-27.
— MisterChip (Alexis) (@2010MisterChip) September 19, 2026
Sólo DOS jugadores han arrancado mejor en TODA la historia de La Liga:
1940-41: Pruden (At. Madrid) 12
1940-41: Campanal (Sevilla) 12
1943-44: Echevarría…
ბარსელონა ლა ლიგის ცხრილში უდანაკარგოდაა, 7 ტურის შემდეგ კატალონიურ კლუბს ყველა გამარჯვება უფიქსირდება და 21 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს - 31 გატანილი გოლი / 7 გაშვებულის წინააღმდეგ.