სტარტი გრანდების გარეშე - ესპანეთის ჩემპიონატი განსხვავებულად დაიწყება
ესპანეთის ლა ლიგა პირველია, რომელიც განახლდება - 2026/27 წლების სეზონი 15 აგვისტოს აიღებს სტარტს, მაგრამ განსხვავებული ფორმატით.
თავიდანვე ცნობილი გახდა, რომ მადრიდის რეალის, ბარსელონასა და ბილბაოს პირველ ტურში გასამართი მატჩები გადაიდებოდა. მიზეზად მსოფლიო ჩემპიონატი და მასში ამ კლუბების ფეხბურთელების დიდი რაოდენობით მონაწილეობა დასახელდა. შესაბამისად დაანონსდა, რომ ტრადიციული 10 მატჩის ნაცვლად, პირველ ტურში 7 ჩატარდებოდა, მაგრამ დღეს კიდევ ერთი მატჩი გადაიდო.
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, სელტასა და ოსასუნას მატჩიც გადაიდო - მიზეზი კი ერთობ უჩვეულოა, რაც ისეთი მაღალი დონის ჩემპიონატს, როგორიც ლა ლიგაა არ შეეფერება. სელტას მოედნის საფარი სავალალო მდგომარეობაშია, რადგან მას სოკოვანი დაავადება გაუჩნდა.
La Liga to inspect Celta Vigo pitch over suspected fungus. pic.twitter.com/Ta1uHMBM3i
— YabaLeftOnline (@yabaleftonline) August 12, 2026
ოსასუნამ მატჩის გადადება გააპროტესტა, მაგრამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვეტილება არ შეცვალა.
ლა ლიგის პირველ ტურში 10-ის ნაცვლად 6 მატჩი გაიმართება. გიორგი მიქაუტაძე და ვილიარეალი კი პირველ შეხვედრას 16 აგვისტოს, 19:00 საათზე, რასინგის წინააღმდეგ გამართავენ.