Belive

ბარსელონასთან ერთად, ბასტონის დამატება კიდევ ერთ გრანდს სურს

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

„ინტერის“ ცენტრალური მცველის, ალესანდრო ბასტონის გარშემო ვითარება გაურკვეველია და მისი შესაძლო ტრანსფერი სულ უფრო აქტუალური ხდება. 1999 წელს დაბადებული ფეხბურთელი კრისტიან კივუს პროექტის ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედად რჩება, თუმცა ევროპული გრანდების ინტერესი დღითიდღე იზრდება.

იტალიის ნაკრებში ჩატარებულმა ბოლო მატჩებმა ბასტონის თამაშის სხვადასხვა მხარე წარმოაჩინა. საფრანგეთის წინააღმდეგ მან ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და ოთხკაციან დაცვის ხაზში საკუთარი მრავალმხრივი შესაძლებლობები გამოავლინა.

მთავარი დაბრკოლება ფინანსური დეტალებია. ამჟამად ბასტონი სეზონურად 5.5 მილიონ ევროს, ბონუსების ჩათვლით, იღებს, რაც კლუბში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფეხბურთელის კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში, მისი წარმომადგენლები კი უკეთესი ფინანსური პირობების მიღებას ცდილობენ.

კატალონიური „ბარსელონა“ იტალიელის მიმართ ინტერესს დიდი ხანია ინარჩუნებს. კლუბის სპორტული დირექტორი დეკო მისით მოხიბლულია და გასულ წელს ფეხბურთელთან და მის წარმომადგენლებთან შეხვედრებიც გამართა, თუმცა 70 მილიონი ევროს მოთხოვნის გამო შეთანხმება ვერ შედგა. კატალონიელები იმედოვნებენ, რომ კონტრაქტის ვადის შემცირება მილანელებს პოზიციის შეცვლას აიძულებს.

ბასტონის დამატებით კიდევ ერთი გრანდი - „ჩელსიც“ დაინტერესდა. ინგლისური კლუბის წარმომადგენლები „სან სიროზე“ იმყოფებოდნენ და ბასტონის თამაშით აღფრთოვანდნენ. ლონდონელებმა ფეხბურთელის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ და მისი პრემიერ ლიგაში გადაბირების შესაძლებლობას განიხილავენ, თუმცა კონკრეტული შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებიათ.

„ინტერი“ მცველის იოლად დათმობას არ აპირებს და ფასის დაკლებას არ განიხილავს.


სხვა სტატიები