Belive

სპორტულ გუნდებს შორის 2023 წელს Google-ში ყველაზე ხშირად ინტერ მაიამის ეძებდნენ

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ინტერ მაიამი'' 2023 წელს გუგლში ყველაზე მოძებნადი სპორტული გუნდია.

ცხადია, ამის მთავარი მიზეზი ლეო მესია, რომელიც ამერიკულ გუნდს გასულ ზაფხულს, ,,პარი სენ ჟერმენის'' დატოვების შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

პოპულარობით მეორე ადგილს ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსი'' (NBA) იკავებს, მესამე პოზიციაზე კი კრიშტიანუ რონალდუს ,,ალ ნასრია''.

საინტერესოა, რომ ათეულში მოხვდა დორტმუნდის ,,ბორუსია'', რომელმაც გასულ სეზონში ბუნდესლიგის ჩემპიონობა ხელიდან ბოლო ტურში გაუშვა.

Top 10-ში ყველაზე მეტი (5) საფეხბურთო გუნდია, ამ მხრივ მეორე ადგილს კალათბურთი იკავებს (2), თითო-თითო წარმომადგენელი ჰყავს ჰოკეის, კრიკეტსა და ბეისბოლს.

2023 წლის 10 ყველაზე მოძებნადი სპორტული გუნდი გუგლში:

  1. ინტერ მაიამი

  2. ლოს ანჯელეს ლეიკერსი

  3. ალ ნასრი

  4. მანჩესტერ სიტი

  5. მაიამი ჰიტი

  6. ტექსას რეინჯერსი (ბეისბოლი)

  7. ალ ჰილალი

  8. დორტმუნდი

  9. ინდოეთის კრიკეტის ეროვნული ნაკრები

  10. ბოსტონ ბრუინსი (ჰოკეი)

სხვა სტატიები