Belive

ლუის სუარესი: "ინტერ მაიამი MLS-ის მოსაგებად იბრძოლებს"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

MLS-ის ახალი სეზონის პირველი მატჩი "ინტერ მაიამისა" და "რეალ სოლტ ლეიკს შორის" გაიმართა და ფლორიდელთა გამარჯვებით - 2:0 დასრულდა.

მატჩში "ბარსელონას" ოთხივე ყოფილმა ფეხბურთელმა ითამაშა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, ლუის სუარესმა საკმაოდ ამბიციური კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისი გუნდი ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი საფეხბურთო ლიგის ჩემპიონობას აპირებს.

"მოხვიდე გუნდში, რომელმაც პირველი ტიტული (ლიგის თასი) წინა წელს მოიგო და იბრძოლო ჩემპიონობისთვის, ეს საუკეთესო სურვილი და ამბიციაა.

როგორც მე, ასევე მთელმა გუნდმა მივიღეთ ეს გამოწვევა ტიტულის მოსაპოვებლად და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თავად MLS-ისთვის“, - თქვა ურუგვაის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა.

"ინტერ მაიამი" პირველი სამი ქულის მოპოვების შემდეგ, აღმოსავლეთის ზონის სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა, ხოლო შემდეგ შეხვედრას 26 თებერვალს, "ლოს ანჯელეს გალაქსისთან" გამართავს.

სხვა სტატიები