Belive

ყოფილი ფეხბურთელი მთავარ მწვრთნელად - სპორტინგმა ახალი მწვრთნელი წარადგინა

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

რამდენიმე დღის წინ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" რუბენ ამორიმთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და იგი ოფიციალურად გახდა "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი.

39 წლის პორტუგალიელმა მწვრთნელმა "სპორტინგში" ბოლო მატჩი 10 ნოემბერს, პრინციპული მეტოქის "ბრაგას" წინააღმდეგ გამართა, სადაც პირველ ტაიმში 2:0 მარცხის შემდეგ, მატჩი 2:4 მოიგო და კლუბი 11/11 გამარჯვებით დატოვა.

"სპორტინგმა" კი დღეს, 11 ნოემბერს, ახალი მთავარი მწვრთნელი - ჟოაო პერეირა დანიშნა, რომელიც "სპორტინგ B"-ს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დააწინაურეს.

ჟოაო პერეირა თავად ფეხბურთელი იყო და ამავე კლუბის მაისურით ჯამში 100-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. პერეირამ საფეხბურთო კარიერა "ბენფიკაში" დაიწყო, შემდეგ "ბრაგაში", "სპორტინგში", "ვალენსიაში"; "ჰანოვერში და "ტრაბზონში" ითამაშა, საფეხბურთო კარიერა კი "სპორტინგში" დაასრულა.

მან პორტუგალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა, ეროვნულ ნაკრებში კი 2010-2014 წლებში თამაშობდა და ჯამში 40 მატჩის ჩატარება შეძლო.

40 წლის პორტუგალიელმა სამწვრთნელო კარიერა "სპორტინგშივე" დაიწყო, 2022-2024 წლებში იგი სპორტინგის ასაკობრივ გუნდს წვრთნიდა, რამდენიმე თვის წინ კი "სპორტინგ B"-ში დააწინაურეს, დღეს კი პირველი კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდა.

კლუბის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჟოაო პედროს და სილვა პერეირა "სპორტინგის" მთავარი მწვრთნელის პოსტს დროებით დაიკავებს, თუმცა თუ კლუბი სასურველ შედეგებს მიაღწევს, 40 წლის მწვრთნელი კლუბში დამატებით შანსებს მიიღებს.

სხვა სტატიები