ლუის ენრიკე: 'კარგად ვითამაშეთ - ზაბარნი მომწონს'
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პსჟ-მ ლიგა 1-ის ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. ლუის ენრიკე სტუმრად ნანტს ეთამაშა და 0:1 გაიმარჯვა. ესპანელმა სპეციალისტმა 'გადახალისებული' შემადგენლობით გამოსვლა გადაწყვიტა, შესაბამისად დემბელე, კვარაცხელია, ჰაკიმი, მარკინიოსი, დუე, პაჩო და ნუნუ მენდეში სკამზე დატოვა. მოგებული შეხვედრის შემდეგ, ლუის ენრიკემ პირველი ტური შეაფასა.
ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ქულაა. ამავდროულად, ვფიქრობ, გუნდმა კარგად ითამაშა. მჯერა, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ, მაგრამ რთული იყო, რადგან ნანტი ძალიან კარგად იცავდა თავს და ღრმად იდგა. ამჟამად, ფიზიკური მდგომარეობისა და ბურთისკონტროლის უნარის გაუმჯობესება გვჭირდება. თუ გვინდა, რომ ყველაფერი მოვიგოთ და ამისთვის მზად ვიყოთ, ყველა მოთამაშე გვჭირდება. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ ბევრ მოთამაშის გამოყენება აუცილებელი პირობაა.
ილია ზაბარნის ტექნიკური და ფიზიკური მდგომარეობა იდეალურია ჩემთვის სასურველი თამაშის სტილისთვის. ის კომფორტულად გრძნობს თავს ბურთთან და მის გარეშე - როგორც წესი, ბურთს სწრაფად იბრუნებს. ზაბარნიმ ძალიან კარგი თამაში ჩაატარა
- განაცხადა ლუის ენრიკემ
ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია მინდორზე 78-ე წუთზე შემოიყვანა. ამ დროისათვის, პსჟ უკვე იგებდა ვიტინიას გოლით. პარიზული გრანდი მეორე ტურის შეხვედრას 22 აგვისტოს, ანჟეს წინააღმდეგ, ამჯერად სტად დე პრენსზე ჩაატარებს.